ტრენინგები








ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

საბაზო I დონე  

          

კურსის მიზანია
          ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლოგეგმის მოთხოვნების და პრინციპების შესაბამისად.

 სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.

მეთოდები
                       კურსის მსვლელობა აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზეროგორიცაააქტიური ლექცია,დემონსტრირება, მართული პრაქტიკა, დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმებიინდივიდუალურიწყვილურიჯგუფური  მუშაობა.

კურსის შედეგები
 კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
  • შეძლებს დამოუკიდებლად კომპიუტერის ჩართვას და  გამორთვას უსაფრთხო რეჟიმში;
  • შეძლებს განასხვავოს კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები;
  • შეძლებს ფანჯრებში და ამოცანების პანელზე მუშაობას;
  • შეძლებს საქაღალდეებზე და ფაილებზე მუშაობას;
  • შეძლებს ფაილის ტიპების გარჩევას;
  • შეძლებს ტექსტურ რედაქტორში მუშაობას (დოკუმენტის შექმნა ფორმატირება, ცხრილების, სურათების, გრაფიკული ობიექტების ჩასმას, დოკუმენტისშენახვას);
  • შეძლებს მსგავსი ამოცანების იდენტიფიკაციას სხვადასხვა საოფისე პროგრამებში;
  • შეძლებს ელექტრონულ ცხრილებში მუშაობას;
  • შეძლებს ინტერნეტის გამოყენებას პროფესიული საქმიანობისთვის (პროფესიული ინფორმაციის მოძიებას, შენახვას) 
  • შეძლებს კომუნიკაციას ელ-ფოსტის მეშვეობით; 

შედეგი თვალსაჩინოათუ მონაწილეს:
  • შეუძლია ტექსტებზე მუშაობაგრაფიკული ობიექტებით გამდიდრებული საგნობრ-ივი ტესტის შექმნა;
  • შეუძლია ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და მისი გამოყენება სასწავლო პროცეს-ში;
  • შეუძლია ელექტრონული ფოსტის გამოყენება;
  • შეუძლია ცხრილებზე მუშაობა;
  • შეუძლია ინფორმაციის გარე მატარებლების განსხვავება და მათი გამოყენება.

 სერთიფიკატის მიღების პირობები:


  • მინიმუმ 6 ტრენინგ-დღეზე დასწრება;
  • კურსის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალებების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში.


კურსის ხანგრძლიობა

8 დღე, 24 საკონტაქტო საათი.

ჯგუფში მსმენელთა რაოდენობაა (10-12) ადამიანი.


დღე  I  შესავალი
 კომპიუტრრის მოწობილობები, მაუსისა და კლავიატურის მოხმარება.

დღე   II ტექსტური რედაქტორი
 ტექსტის შეტანა, ფორმატირება, სასწავლო ტესტის შედგენის მეთოდიკა და ძირითადი საფეხურები.

დღე  III ფაილები და საქაღალდეები
მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე, ფაილის ტიპები.

დღე  IV ინტერნეტის გამოენება პროფესიული მიზნებისათვის.
საგანმანათლებო რესურსები ინტერნეტში საძიებო სერვისი, ტექსტური და მედია-ელემენტების მოძიება და გადმოწერა.

დღე  V ელექტრონული ფოსტა
ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაცია, ელექტრონულ წერილებზე მუშაობა, სასწავლო /მეთოდური  მასალების ძიება.

დღე VI ტექსტური რედაქტორი (გაგრძელება)
გრაფიკულ ობიექტებზე მუშაობა, ცხრილზე მუშაობა.

დღე VII ელექტრონული ცხრილები
მონაცემების შეტანა ელექტრონულ ცხრილებში, მონასემების რედაქტირება.

დღე VIII ციფრული მეხსიერება 
ინფორმაციის მატარებლები, ინფორმაციის მატარებლებზე  (დისკები, ფლეშ მეხსიერება) მუშაობა.

II დონე

ტრენინგის დასახელება: ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში” (მეორე დონის ტრენინგი) (39 საკონტაქტო საათი)
წინამდებარე კურსი შედგება 4 მოდულისგან
 სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საბაზო დონის უნარ-ჩვევებს.
პირველი მოდული: სასწავლო პროცესში ისტ გამოყენების მნიშვნელობა; მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში; სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული, სასწავლო პროექტი)
მეორე მოდული: გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით; ეფექტური გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლები; გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC); ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში; გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება; სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით; სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით; გაკვეთილის შეფასება
მესამე მოდული: სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით. სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება; ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები; სასწავლო პროექტის დაგეგმვა; ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში; თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება; სასწავლო პროექტის შეფასება.
მეოთხე მოდული: თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით. მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები; მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო; მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი; პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით.
მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სატრენინგო მასალებით.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 13 დღე, 39 საკონტაქტო საათი.
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი.



1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა

ტრენინგის დასახელება: 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა (35 საკონტაქტო საათი)
სამიზნე ჯგუფი: პირველი კლასის დამრიგებლები; ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლები.
მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან თუ როგორ ხდება ბუკების გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება. მონაწილეები გაეცნობიან ბუკის ფიზიკურ აგებულებას, ტექსტურ რედაქტორს, ელექტრონულ ცხრილებს, საპრეზენტაციო პროგრამას, ინტერნეტს, ელექტრონულ ფოსტას.
მონაწილეები გაეცნობიან ბუკებით აღჭურვილი კლასის მართვას და სამართავ პროგრამას. ნახავენ როგორ ხდება ქსელში მოსწავლეებთან ფაილების გადაგზავნა და მათი ეკრანის გაზიარება. სიმულაციურ რეჯიმსი ( მოსწავლის და მასწავლებლის როლში) შეძლებენ გაეცნონ როგორც მასწავლებლის პროგრამას ასევე მოსწავლის.
ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაფუძნებული იქნება პრაქტიკულ სამუშაოებზე.
მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სატრენინგო მასალებით.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 9 დღე, 35 საკონტაქტო საათი
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი. 

ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

ტრენინგის დასახელება: ტექნოლოგიების (მომავლის კაბინეტი, სმარტბორდი) გამოყენება სასწავლო პროცესში. (6 საკონტაქტო საათი)
სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საბაზო დონის უნარ-ჩვევებს.
მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიების გამოყენების დახმარებით სასწავლო პროცესის წარმართვას.
ტრენინგის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: ელექტრონული რესურსები და ტექნოლოგიის გამოყენება სასწავლო პროცესში, სმარტბორდის დახმარებით საგაკვეთილო პროცესის წარმართვა.
ტრენინგის ძირითადი ნაწილი დაფუძნებული იქნება პრაქტიკულ სამუშაოებზე.
მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სატრენინგო მასალებით.
ტრენინგის ხანგრძლივობა:2 დღე, 8 საკონტაქტო საათი.
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი. 

Edmodo - ვირტუალური საკლასო ოთახი (6 საკონტაქტო საათი)

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საბაზო/მეორე დონის უნარ-ჩვევებს.
მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საგანმანათლებლო სოციალური ქსელის Edmodo-ს გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შეძლებენ დავალებების გაგზავნას, გამოკითხვების შექმნას, ფაილების ატვირთვას ბიბლიოთეკაში, კომუნიკაციას მოსწავლეებთან და მშობლებთან.
ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ ვირტუალური საკლასო ოთახის Edmodo-ის გამოყენებით მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებასა და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბას.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე, 6 საკონტაქტო საათი.
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი. 

ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი (4 საკონტაქტო საათი)

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საბაზო/მეორე დონის უნარ-ჩვევებს.
მოდულის მოკლე აღწერა: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო კლიპების მომზადებას პროგრამა „Movie Maker“-ის გამოყენებით, ასევე ვიდეოს განთავსებას ბლოგზე და სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე, 4 სთ.
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი. 

საერთაშორისო, თანამშრომლობითი ინტერნეტ-პროექტები სასწავლო პროცესში (12 საკონტაქტო საათი) 

ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება ანიმოტოს გამოყენებით
სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში საბაზო/მეორე დონის უნარ-ჩვევებს.
მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის მონაწილეები გააცნობიერებენ საერთაშორისო სასწავლო პროექტის დანიშნულებას, შეადგენენ საერთაშორის სასწავლო პროექტის გეგმას და აქვეყნებენ ბლოგზე პარტნიორების მოძიების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში ამდიდრებენ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ თვითონაც მოიძიონ პარტნიორი და ჩაერთოს მათ პროექტში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 დღე, 12 საკონტაქტო საათი.
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი. 

ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება ანიმოტოს გამოყენებით (6 საკონტაქტო საათი)

მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ვებ პროგრამას, რომელსაც შეუძლია შექმნას ვიდეო ფაილები მომხმარებლის მიერ არჩეული სურათებიდან და მუსიკიდან, იგი საშუალებას იძლევა ადვილად გაიცვალოს ვიდეო მასალის ბმული ელექტორნული ფოსტით, გამოქვეყნდეს ბლოგზე/საიტზე, აიტვირთოს Youtube-ზე, გადმოწერილ იქნას თქვენს კომპიუტერში პრეზენატაციის მოსაწყობად.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე, 6 საკონტაქტო საათი.
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი. 

HTML ენის სწავლების მეთოდიკა მეექვსე კლასში (6 საკონტაქტო საათი)

სამიზნე ჯგუფი: ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგები (5-6 კლასებში)
მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან HTML ენას. ისტ-ის მეექვსე კლასის სახელმძღვანელოდან განიხილავენ სავარჯიშოებს. იმსჯელებენ და ჩამოაყალიბებენ დამატებით დავალებებს და მეთოდურ მიდგომებს HTML ენის წავლებისას გამოსაყენებლად.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე, 6 საკონტაქტო საათი.
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი. 

ელექტრონული ინსტრუმენტი „გუგლ დედამიწა“ (6 საკონტაქტო საათი)

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გეოგრაფიის, ისტორიის, მათემატიკის მასწავლებლები.
მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან დედამიწის ვირტუალურ მოდელს „გუგლ დედამიწას“. განიხილავენ ნავიგაციის ღილაკებს, ნახავენ თუ როგორ მოძებნონ დედამიწაზე სხვადასხვა ობიექტები (ქალაქები, სოფლები, სხვადასხვა დაწესებულებები და ა.შ.). ვირტუალურად მონაწილეები იმოგზაურებენ სხვადასხვა ქალაქებში, ასევე გაეცნობიან დედამიწაზე საკუთარი მონიშვნების, მარშუტების გაკეთების შესაძლებლობეს.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე, 6 საკონტაქტო საათი.
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი.

ელექტრონული სასწავლო თამაშების გამოყენება გაკვეთილზე (3 საკონტაქტო საათი)

სამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის განათლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგები
მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ელექტრონული თამაშის მნიშვნელობას სწავლების პროცესში. ისწავლიან (მაგალითად www.buki.ge-დან), როგორ ხდება თამაშების გადმოწერა ინტერნეტიდან და კომპიუტერში დაინსტალირება. ისაუბრებენ რომელ ფაზაზე შეიძლება ამა თუ იმ თამაშის ეფექტურად გამოყენება.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 დღე, 3 საკონტაქტო საათი.
დამსწრეთა რაოდენობა: ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 12 ადამიანი.

მისამართი:      ქ.თბილისი, გმირ კურსანტთა #1
ცხელი ხაზი:       +995 (32) 2 200220 (47 08)
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:    +995 (32) 2 200220 (45 04)